უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ ორბანმა Twitter-ზე დაწერა.
"შეხვედრა პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში. დაკავშირება კავშირების გაწყვეტის ნაცვლად: ეს არის უნგრული მოდელი. ჩვენი მიზანია, უნგრეთ-ჩინეთის ურთიერთობების გამყარება. ეს კარგია უნგრეთისთვის და კარგია ევროპის ეკონომიკისთვის", - წერს ორბანი.
მანამდე ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა სამთავრობო სასტუმრო სახლში გაიმართა, სადაც პუტინია გაჩერებული.
როგორც რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა TASS წერს, ორბანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უნგრეთს არასოდეს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, ყოველთვის ურთიერთობების გაფართოებას გეგმავდა.